სოციალურად დაუცველთა დასაქმების მოდელი 2026 წლიდან იცვლება
Get link
Facebook
X
Pinterest
Email
Other Apps
ინტერპრესნიუსი
2026 წლიდან საქართველოს ხელისუფლება სოციალურად დასაქმებულთათვის 300-ლარიან პროგრამას აუქმებს. ოფიციალური პირების განცხადებით, სოციალური შემწეობის გაუქმების მიზეზია „შრომით ბაზარზე მუშახელის დეფიციტი“. ანალიტიკოსთა თანახმად, დასაქმების პროგრამას ხარვეზები ჰქონდა.
ჯერ კიდევ 2022 წელს საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთათვის დასაქმების პროგრამა ამოქმედდებოდა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იყო შრომისუნარიანი და უმუშევარი. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს იღებდნენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა 2019-2025 წლამდე საგრძნობლად გაზრდილია. (იხ.დიაგრამა). საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პირებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი შესაბამისი ქულათა სისტემით ჰქონდათ მინიჭებული (რეიტინგული ქულა 30 ათასიდან 100 ათასამდე), გარანტირეული ჰქონდათ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მიღება. მათ, ვინც ამ სტატუსით შემწეობას იღებდა და ამავდროულად იყო დაუსაქმებელი, უფლება ჰქონდა, ჩართულიყო დასაქმების საყოველთაო პროგრამაში (ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით). დასაქმების სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ამ პროგრამით 40 ათასამდე პირი სარგებლობდა.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართულნი იყვნენ მარტოხელა დედები, უდედმამო ბავშვები, დევნილები... სტატისტიკურად სახელმწიფოს მხრიდან სოციალურიად მოწყვლად ჯგუფებზე დახმარების წლიური ბიუჯეტი 2022 წელს 48 მილიონი ლარი იყო, 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 113 მილიონ ლარამდე შეადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, დამუშავებულ ვარიანტში აღნიშნულია, რომ „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა არსებული სტრუქტურით აღარ გაგრძელდება და ბენეფიციარები კერძო სექტორში შეძლებენ დასაქმებას“. სოციალურად დაუცველთათვის დასაქმების ბიუჯეტი 2026 წელს საგრძნობლად შემცირებულია. „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმის ფარგლებში ბიუჯეტი განისაზღვროს 21 მილიონი ლარის ოდენობით“, — წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
სოციალურად დაუცველთა მდგომარეობას მეტ-ნაკლებად აქტიურად აშუქებს ქართული მედია. თუმცა განსაკუთრებით საუყურადღებოა გორში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში შესახლებული 112 სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობა. ამ არასაცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობაში, არ არის ინდივიდუალური სველი წერტილები, წვიმის დროს წყალი ფანჯრებიდან შედის და ჭერიდან ბათქაში ცვივა. 2022 წელს ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობა შიშობს, რომ შენობაში მათი ყოფნა უსაფრთხო აღარ იქნება. იხილეთ "პირველი არხის" მიერ მომზადებული სიუჟეტი გორის სოციალურ საცხოვრისზე
ასეთი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, რაც ხშირ შემთხვევაში ასახულია ბენეფიციართა ფინანსურ მდგომარეობაზე, ხელისუფლება მაინც აუქმებს პროგრამას, რომელიც 300 ლარის ოდენობით სოციალურად დაუცველი ადამიანის შრომითი ანაზღაურებას უზრუნველყოფდა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამის გაუქმების ძირითადი მიზეზია შრომით ბაზარზე არსებული დეფიციტი, „,მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომით ბაზარზე“, ამიტომ სამინისტროს არგუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია ბენეფიციარებს ხელი შეუწყონ სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში ჩართულობისა და კერძო სექტორში დასაქმების თვალსაზრისით“. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის შეფასებით, „უმუშევრობის დონე კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე გაზრდილი იყო, ახლა, როცა პროგრამის ბიუჯეტმა 114 მილიონი შეადგინა, შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტია“. კაკურიძის თქმით, სოციალურად დაუცველები, რომლებიც დასაქმების პროგრამით სარგებლობდნენ არა საზოგადოებრივ სამუშაოზე, არამედ კერძო სექტორში უნდა იყვნენ დასაქმებულები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ „დაახლოებით 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს“.
გასულ წელს ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობდა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" 2024 წლის კვლევის თანახამად, ფუნდამენტური პრობლემები იყო პროგრამის დიზაინში, რაც ეტაპობრივად ამცირებდა ბენეფიციართა რაოდენობას. „პროგრამის დიზაინი შეიცავს უზარმაზარ რისკს, რომ ის ვერ შეძლებს შემწეობებზე დამოკიდებული მოსახლეობის სათანადოდ მოტივირებას, რათა ისინი შრომის ღია ბაზარზე დასაქმდნენ“, - წერდა ორგანიზაცია. ხელისუფლებაში პროგრამის დიზანში ფუნდამენტურ პრობლემას ვერ ხედავდნენ, ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მუნიციპალიტეტების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში „აბსოლუტურად უფუნქციო ვაკანსიები“ და არასაჭირო შტატები არსებობდა.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაუქმებას მძიმე შედეგები ექნება — სახელმწიფო აღარ დაასაქმებს სოც. დაუცველებს საზოგადოებრივ სამუშაოებზე, რაც ნიშნავს დამატებით 300 ლარიანი შემოსავლის დაკარგვას (პროგრამის ფარგლებში), თუმცა მთავრობა აპირებს მათ კერძო სექტორში დასაქმებაზე ფოკუსირებას, რაც ხარვეზების მქონე პროგრამის შეცვლას ისახავს მიზნად. თუმცა შედეგად შემოსავლის წყაროს დაკარგვა და სოციალური დაუცველების გაზრდა შეიძლება დადგეს. იხილეთ შრომით ბაზარზე ხარვეზიანი პროფესიები: ხშირ შემთხვევაში არსებობს სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანთა რაოდენობა შედარებით მცირე. შესაბამისად ბუნდოვანია, რომელ სექტორში დაასაქმებს სახელმწიფო საშუალო ან განათლების არ მქონე პირებს.
შესაბამისად, ეს მონაცემები აჩვენებს შრომის ბაზარზე დასაქმებულთა რაოდენობას, მათი განათლებისა და გამოცდილების დონეს. ამ მონაცემების მიხედვით, საინტერესოა დგას თუ არა საჭიროება გაუქმდეს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პორგამა და თუ არა, რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს ჩაერთონ პროფესიული გადამზადების პროგრამაში?
Comments
Post a Comment