სოციალურად დაუცველთა დასაქმების მოდელი 2026 წლიდან იცვლება
ინტერპრესნიუსი 2026 წლიდან საქართველოს ხელისუფლება სოციალურად დასაქმებულთათვის 300-ლარიან პროგრამას აუქმებს. ოფიციალური პირების განცხადებით, სოციალური შემწეობის გაუქმების მიზეზია „შრომით ბაზარზე მუშახელის დეფიციტი“. ანალიტიკოსთა თანახმად, დასაქმების პროგრამას ხარვეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ 2022 წელს საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთათვის დასაქმების პროგრამა ამოქმედდებოდა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იყო შრომისუნარიანი და უმუშევარი. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს იღებდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა 2019-2025 წლამდე საგრძნობლად გაზრდილია. (იხ.დიაგრამა). საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პირებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი შესაბამისი ქულათა სისტემით ჰქონდათ მინიჭებული (რეიტინგული ქულა 30 ათასიდან 100 ა...